spot_imgspot_imgspot_imgspot_img

16 წელი ცირეკიძის გამარჯვებიდან 

16 წელი გავიდა ალექსანდრე ცირეკიძის ლეგენდარული გამარჯვებიდან რუს ივან პერშინთან.

2008 წლის პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალში, -90 კგ წონით კატეგორიაში მონაწილე ქართველი ძიუდოისტი, რუს ივან პერშინს ხვდებოდა. ქართველმა იმ პერიოდში, როდესაც ომი ერთი დღის მორჩენილი იყო, რუსი “გააკრა ბეჭებზე” და საქართველოს მცირე სიხარული მოუტანა.

“ყველას ემახსოვრება,რომ მაშინ საქართველოში აგვისტოს ომი მიმდინარეობდა და წამოსვლა გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ შეჯიბრება რომ დაგვეტოვა, სერიოზული საფრთხე იყო იმისა,რომ დისკვალიფიკაცია მიგვეღო და ორი ოლიმპიური თამაშები გამოგვეტოვა, რაც უდიდესი დარტყმა იქნებოდა ქართული სპორტისთვის”, – იხსენებს crystalsport-თან ინტერვიუში ალექსანდრე ცირეკიძე.

ფინალურ შეხვედრაში ქართველმა, ალჟირელ ამან ბელიხლეფს აჯობა და ოლიმპიური ოქრო, საქართველოში ჩამოიტანა.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები