spot_imgspot_imgspot_imgspot_img

15 წამში გატანილი ორი გოლი – სასწაული ფუტსალის ლიგა 3-ში

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ფუტსალის ლიგა 3-ის მესამე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. “რუსთავმა” და “ევროპის უნივერსიტეტმა” ძალიან საინტერესო შეხვედრა აჩვენეს მაყურებელს.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან მეორე, თუმცა 15 წამით ადრე სტუდენტებმა ორი გოლი გაიტანეს და საბოლოოდ 6:5 გაიმარჯვეს.

გუნდის კაპიტანმა გივი ყურაშვილმა ჯერ 39:45 წუთზე, ხოლო შემდეგ 39:59 წუთზე შეძლო გოლების გატანა და გუნდისთვის სამი ქულის მოპოვება.

spot_imgspot_img
spot_img

ცხელი ამბები

მსგავსი სიახლეები